loader

"ჩემი აღშფოთების მიუხედავად, სხვაგვარად ვერ მოვახერხე ნივთის დაბრუნება..." - რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა შეძენილი ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის დროს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი აღშფოთების მიუხედავად, სხვაგვარად ვერ მოვახერხე ნივთის დაბრუნება..." - რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა შეძენილი ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის დროს?

როგორც აღმოჩნდა, შეძენილი ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის საკითხი საზოგადოებისთვის კვლავ ბუნდოვანია.

2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან, მოვაჭრესა და მომხმარებლის ურთიერთობას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი არეგულირებს. ონლაინ ვაჭრობისას ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის ვადა 2 კვირით განისაზღვრა. მაღაზიაში შეძენისას კი წესები განსხვავებულია.

კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, დაბრუნების წესებს თავად მაღაზია არეგულირებს. იმ შემთხვევაში, თუ შეძენისას აფორმებთ ხელშეკრულებას, სადაც მიუთითებს თქვენს პირად მონაცემებს, გადაცვლის შემთხვევაშიც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაგჭირდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, პირადი ინფორმაციის მოთხოვნისას, კომპანიის წარმომადგენელმა უნდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, რა მიზნით ინახავს თქვენს მონაცემებს.