რა უთხრეს აქციაზე მისულმა ევროკავშირის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წევრება ხალხს? - "თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გავიმარჯვებთ, თუ თქვენ გადარჩებით, ევროკავშირიც გადარჩება"
რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ გაიმართა. აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. აქციის მონაწილეები აპირებენ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა უთხრან: „საქართველო ევროპაა!“.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები. დელეგაციის წევრები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მსვლელობით მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებმა სპეციალური კორდონი მოუწყვეს, დემონსტრანტები დელეგაციის წევრებს ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ. ევროპელი პარლამენტარები სცენაზე ევროკავშირის ჰიმნის ფონზე ავიდნენ. კიდევ ერთხელ შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
შეკრებილ საზოგადოებას ქართული ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლების შემდეგ, 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა მიმართეს.
პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.
წყარო: "მთავარი არხი"