"8 ქვეყნის პარლამენტარის აქციაზე სიტყვით გამოსვლა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამოვლენაა, თუმცა ეს არის საჩუქარი ჩვენთვის" - პრემიერი
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან მალე შეიქმნება ყველა პირობა იმისთვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.