რა ხდება ამ წუთებში სასტუმრო "რუმსთან"? - კადრები ადგილიდნ
თბილისის ქუჩებში არჩევნების არალეგიტიმურად აღიარების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება.
ორბელიანების სასახლის შემდგომ დემონსტრაციის მონაწილეებმა სასტუმრო „რუმსთან“ გადაინაცვლეს, სადაც ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ხელისუფლების ოპონენტებთან შეხვდრას მართავს.
აქციის მონაწილეების მიზანია, ევროპელ პოლიტიკოსებს დაანახონ, რომ ქართული საზოგადოება 26-ს ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. პარალელურად, დღეს მორიგი აქცია დაანონსდა რუსთაველის გამზირზე.
ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის შენობასთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან.