loader

"აქ ვიყავი პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როცა თბილისი იყო საფრთხეში, ახლა ვიმყოფები, რადგან თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა" - პოლონელი პარლამენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აქ ვიყავი პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როცა თბილისი იყო საფრთხეში, ახლა ვიმყოფები, რადგან თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა" - პოლონელი პარლამენტარი

ამ ქალაქში ვიდექი, როცა ეს ქალაქი იყო რუსული საფრთხის ქვეშ. ახლა ვიმყოფები იმიტომ, რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა. ეს საფრთხე შეიძლება ისეთი გამოხატული არაა, ტანკები არაა, მაგრამ ქვეყანა საფრთხის ქვეშ არის რუსული პროპაგანდის გამო, რუსული სტილის პოლიტიკის გამო, - ამის შესახებ პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა მიჰაუ კამინსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის, პოლონეთისთვის, ლიეტუვისთვის, ლატვიისთვის, უკრაინისა და ესტონეთისთვის ორი გზა არსებობს, „ან ევროპისკენ, ან რუსეთის ხელში ჩავვარდეთ“.