ვრცელდება ძლიერი მიწისძვრის მომენტში გადაღებული კადრები, რომლებიც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს - კუბაში ერთი საათის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა
კუბაში, 10 ნოემბერს, დაახლოებით ერთი საათის შუალედით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც მატერიალური ზიანი მიაყენა რამდენიმე რეგიონს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველი მიწისქვეშა ბიძგები 5.9 მაგნიტუდას შეადგენდა, რომლის ეპიცენტრი ბარტოლომე მასოდან 22 კილომეტრის დაშორებით იყო.
განმეორებითი მიწისძვრის სიმძლავრე 6.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
"იყო მეწყერი, დაზიანდა სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები", - განაცხადა კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიაზ-კანელმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ზარალის ოდენობას ადგენს.