"მინდა პირადი შენიშვნით დავიწყო..." - რა თქვა მიხაილ როთმა პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების შეხვედრის დასრულების შემდეგ
აქ არ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას. ვიცი, ზოგჯერ რთულია, როდესაც მეგობარი გაწუხებს, მაგრამ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ - მმართველი პარტიას სურს, ჩვენს ნდობას ძირი გამოუთხაროს, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციას შორის შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ინტერვენციები მნიშვნელოვანია და ქვეყანაში არსებული პრობლემის დროს ჩარევა სწორი პრაქტიკაა.