"იხსნება ენერგეტიკული პორტალი! სურვილები ჩაიფიქრეთ, რადგან საკრალური დღეა" - მიხეილ ცაგარელის თქმით, 11 ნოემბერი წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა ენერგეტიკულად
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში წერს, რომ 11 ნოემბერი წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა ენერგეტიკულად.
"იხსნება ენერგეტიკული პორტალი. 11 ნოემბერს 11-ის 11 წუთზე სურვილები ჩაიფიქრეთ, რადგან საკრალური დღეა.
(გააკეთეთ ვიზუალიზაცია, წარმოიდგინეთ, რომ ასრულდა სურვილი და შესაბამისი განცდა განიცადეთ მკვეთრად).
მზის ქორფა სხივები, ბედნიერება და სიყვარული გაუგზავნეთ ყველას, დაულოცეთ ყველა მშობელს შვილები და ყველა შვილებს მშობლები. ყველას სიკეთეს გისურვებთ“,-წერს მიხეილ ცაგარელი.