ჯგუფი "დაიტოვეს" მსვლელობა ევროპის მოედნამდე გრძელდება - კადრები აქციიდან
ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.
მანამდე, აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპირო და ბარათაშვილის ხიდი გადაკეტეს.
ამასთან, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეები საქართველოში ჩატარებულ 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მსვლელობის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ "საქართველო, საქართველო". მსვლელობაზე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.