სასიხარულო ინფორმაცია - ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
სასიხარულო ინფორმაცია - ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ოქტომბერში დავითაშვილმა სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან ერთად თვის საუკეთესოს წოდებისთვის ბრედლი ბარკოლა და ლუკას შევალიე იბრძოდნენ. პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული კავშირის ჯილდო ყოველწლიურად იმ მოთამაშეებს გადაეცემათ, რომლებიც საფრანგეთის ლიგა 1-ში, ლიგა 2-ში და ქალთა ლიგაში თამაშობენ.