loader

ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - ქობულეთში ავარიას 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა - დაშავებულია კიდევ ერთი პირი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - ქობულეთში ავარიას 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა - დაშავებულია კიდევ ერთი პირი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლამდე ბიჭი გარდაიცვალა, ხოლო დაშავებული 40 წლის მამაკაცი კლინიკაში არის მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.