"მინდა, მივმართო სრულიად საქართველოს!" - მამუკა ხაზარაძე
წაგვართვეს ყველაზე მთავარი - ჩვენი ნების გამოხატულება და სადაც შენი ნების გამოხატულება არ არის დაცული, არ არის თავისუფლება, დემოკრატია და მომავალი, ამიტომ, ჩვენ აქ, ამ გმირებთან შევიკრიბეთ, რათა ყველას გავაგონოთ: გაიღვიძე თბილისო! გაიღვიძე საქართველო! გამოდი!- ასე მიმართა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გმირთა მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
ხაზარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოების პროტესტს მთელი ცივილური სამყარო უჭერს მხარს, ბრძოლა თავად ხალხის მოსაგებია.