"მოკლედ ვერ "გამიჯაზებია" რა ამათი "შიშით"... ორიგინალი ეს არის, რაც აქ დავდე" - რა ვიდეოს აქვეყნებს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში?
"ჩემს ამ ვიდეოს-იმპროვიზაციას დაადეს რაღაც ფეიკი-შალახო თუ რაღაც სიმღერა "ტიკ-ტოკზე" და უხარიათ ტროლ-ბოტებს ტალახში კოტრიალი და არიან კისრამდე წუმპეში.
მათი ფანტაზია - "ასეთია ქურდი კაცის ბედი" - ამას ვერ სცდება, ამის იქით ვერ მიდის, მოკალი თუ გინდა. ნუ რა ჰქნან, აქ არის მათი მენტალიტეტი.
ორიგინალი კი ეს არის, რაც აქ დავდე. მოკლედ ვერ "გამიჯაზებია" რა ამათი "შიშით", მაინცდამაინც კინტოური უნდათ ამ უბადრუკებს რა ჰქნან?! ან რომ არ ეზარებათ "ჩალიჩი". ანუ გაწუხებთ "ჯიგრებო" თამარ ჩარკვიანის არსებობა?! დაე, ზუსტად მეც ეგ მინდა!" - ამის შესახებ თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.