"აი, რა არაადამიანი უნდა იყო, ეს რომ გააკეთო..." - სოციალურ ქსელში ერთ-ერთ სკვერში გადაღებული კადრები ვრცელდება
"კვლავ გამოყენებული ნემსები სკვერში" - ვიდეოს სოციალურ ქსელში მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" აქვეყნებს.
"აი, რა არაადამიანი უნდა იყო, ეს რომ გააკეთო...
მოსიარულე ლეშები არიან, თქვენი აზრით, ადამიანის რამე აქვს დარჩენილი?
სკოლის ეზოს ტერიტორიაზე ყრია ისანში და საერთოდ არავის აღელვებს...
მთავარია არავინ დამაძალოს გათხოვება, თორემ ნარკომანიაში ჩაიხრჩოს ერი კაცო, მე პრობლემა არ მაქვს...
ეს უბანია, ბრატ! კაცობა, გაგება, ოჯახიშვილობა.... ასე თუთიყუშივით დაგიწყებს ამის დამგდები ლაპარაკს...
ნარკომანია ერის ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელსაც ყურადღება არ ექცევა" - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.