"დაღუპულია სულ მცირე 25 ადამიანი" - აფეთქება რკინიგზის სადგურზე მოხდა: მძიმე კადრები პაკისტანიდან
პაკისტანში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„25 დადასტურებულ დაღუპულს შორის 14 სამხედრო მოსამსახურეა“, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.
BBC-ის ცნობით, ბელუჯისტანის პროვინციაში მდებარე კეტას რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო.
პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
შემთხვევა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 8:45 საათზე მოხდა.