loader

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე, 6 ნოემბერს, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„აქსიოსის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინას დაეხმარება, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

გამოცემის ცნობით, ტრამპის და ზელენსკის საუბარს, რომელიც 25 წუთს გრძელდებოდა, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკიც შეუერთდა, რომელიც, თავის მხრივ, დაჰპირდა უკრაინას, რომ დაეხმარება „სტარლინკის“ სატელიტებით.