თინა ბოკუჩავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
ოპოზიციონერი ლიდერების - მამუკა ხაზარაძის, ნათია მეზვრიშილისა და ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეც დაიბარა.
თინა ბოკუჩავა ქართულ საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და საერთაშორისო საგამოძიებო მისიების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
მედიასთან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია აპირებს პროკურატურაში მისვლას თუკი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას მოითხოვს.