loader

"გლობალური ინფლაციური შოკების მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას, რაშიც ეროვნული ბანკისა და მთავრობის როლი ძალიან მნიშვნელოვანია" - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გლობალური ინფლაციური შოკების მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას, რაშიც ეროვნული ბანკისა და მთავრობის როლი ძალიან მნიშვნელოვანია" - ირაკლი კობახიძე

„დღეისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში სამაგალითო საბანკო სექტორი“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო, სწორი ეკონომიკური და ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ გლობალური ინფლაციური შოკების მიუხედავად, ხელისუფლება ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას ახერხებს. წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსის შემცირებისა და რეზერვების ეტაპობრივად აღდგენას იმედოვნებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა.