სოფო ბედია - 5739 ლარი, გიორგი გაბუნია - 8928 ლარი, ნიკა არაბიძე - 5625 ლარი - ვინ რამდენი ანაზღაურება მიიღო "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო საკონცერტო ღონისძიებებში, სადაც 14 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა?
“ქართული ოცნების” ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, პარტიამ წინასაარჩევნო საკონცერტო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის არაერთი ცნობილი ადამიანი დაიქირავა, მათ შორის: მუსიკოსები, წამყვანები და მსახიობები. ინფორმაციას "ნეტგაზეთი"ავრცელებს.
გთავაზობთ კონცერტებში მონაწილე რამდენიმე შემსრულებლის მიღებულ ანაზღაურებას:
მომღერალი ეკა კვალიაშვილი - ₾637
მომღერალი დათუნა მგელაძე - ₾637
მომღერალი მარიტა როხვაძე - ₾1275
მომღერალი ჯემალ სეფიაშვილი - ₾1250
მსახიობი დავით ხურცილავა (ჯაპანა) - ₾1875
წამყვანი ნანიკო ხაზარაძე - ₾2551
მომღერალი სოფო ხალვაში - ₾2551
მომღერალი რომან რცხილაძე - ₾3125
მომღერალი მანანა თოდაძე - ₾3750
მომღერალი თამუნა ამონაშვილი - ₾3826
მომღერალი თემურ თათარაშვილი - ₾4464
მომღერალი სალომე ბაკურაძე - ₾5102
მომღერალი გიორგი ნიკოლაძე(ნიკოლშოუ) - ₾5102
იუმორისტი ნიკა არაბიძე - ₾5625
მომღერალი სოფო ბედია - ₾5739
იუმორისტი გიორგი გაბუნია - ₾8928
"პრაიმჰაუსის" გამარჯვებული გიორგი დიასამიძე - ₾9566
იუმორისტი ჯიმო აბესაძე - ₾10 204
ანგარიშიდან შეუძლებელია გარკვევა, ამ პირებმა რამდენჯერ მიიღეს მონაწილეობა “ოცნების” მხარდამჭერ კონცერტებში.
საანგარიშო პერიოდში, ჯამში, "ქართული ოცნების" ფაქტობრივმა ხარჯებმა - 14 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.