რა თქვა ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რა მტკიცებულებები შევაგროვეთ. ანგარიში მზად არის, ის ელჩ ჰერჩინსკის გადაეცემა, რომ ეს ანგარიში ბრიუსელში გადააგზავნოს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ევროკავშირში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს იმ ვითარების განხილვა, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს შეეხება.