loader

4 ადამიანი გარდაიცვალა, დაჭრილია 33-მდე მოქალაქე - რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 ადამიანი გარდაიცვალა, დაჭრილია 33-მდე მოქალაქე - რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება

რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, დაჭრილია 33-მდე მოქალაქე. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური და ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ადასტურებენ. ფედოროვის თქმით, დაჭრილებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ბოლო მონაცემებით, ქალაქის მიმართულებით რუსებმა 6 ავიაბომბი გაუშვეს, რომელთაგან ერთ-ერთი ონკოლოგიურ დისპანსერს მოხვდა. სხვა ადგილებში ნანგრევების გაწმენდა, რომელთა ქვეშ შეიძლება ხალხი იყოს მოყოლილი ამ დრომდე გრძელდება.