„მეც იმ სიაში ვარ, ვინც იცის რა არის დეპრესია“ – რას ამბობს ნინი ქარსელაძე ?
ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს.
მომღერლის თქმით, იმ ადამიანების სიაშია, რომლებმაც იციან რა არის დეპრესია.
„დეპრესიული პერიოდები ალბათ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა. მისი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა და ბევრია. მკურნალობაც ბევრნაირია და ამიტომ სპეციალისტს უნდა მიმართოთ.
მეც იმ სიაში ვარ, ვინც იცის რა არის დეპრესია. ეს არის დაავადება, მაგრამ მისგან განკურნება შესაძლებელია“, – წერს ნინი ქარსელაძე.