loader

ცესკოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ ბრალდებებს ეხბაურება - საგანგებო ბრიფინგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცესკოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ ბრალდებებს ეხბაურება - საგანგებო ბრიფინგი

"ბოლო პერიოდში შეინიშნება არჩევნებში ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ არასწორი, მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია, რომელთა აქტორების გათვლაც, როგორც ჩანს, არის საარჩევნო საკითხებსა და პროცედურებში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანების შეცდომაში შეყვანა", - ამ განცხადებით ეხმაურება ცესკო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ ბრალდებებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნების შემდგომ პერიოდში ყველა ბრალდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უტყუარი ფაქტებითა და უდავო მტკიცებულებებით იქნა უარყოფილი.

კერძოდ, ცესკო ეხმაურება "სამართლიან არჩევნების" ინფორმაციას, რომლის თანახმად, ზოგ უბანზე კაცი ამომრჩეველის რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე ამავე უბანზე სიაში რეგისტრირებული მამაკაცთა რაოდენობა.