"მე ისე ეგზოტიკურად "გათრევთ", რომ...გადაწყვიტეთ, წესებით გინდათ თუ ისე..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციაზე
თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციასთან დაკავშირებით, სტატუსს აქვეყნებს:
"მამუკა ხაზარაძე ცხადია მართალია იმაში, რომ ოპოზიციური ტელემედია საზიზღრად იქცევა.
მაგრამ ეგებ ტვ პირველის კონტროლი შეწყვიტოს თავად, თორემ ტვ პირველის ჟურნალისტის ყველა ფეხსაცმელს მისი ცხვირი აქვს ჩემს ფანტაზიებში - დავიტანჯე ამ ილუსტრაციებით.
აი, წარმოიდგინეთ, ჟურნალისტი რომ მოაბიჯებს თქვენკენ და ფეხზე ხაზარაძის ცხვირიანი კალოში აცვია.
თუ ის სწყინს, რომ მთავარზე არ აქვს ისეთი კონტროლი, როგორც ტვ პირველზე - მანდ უკვე მორევაზეა.
ანუ ან წესებს იცავ
ან ძალმომრეობით "ჩალიჩობ".
მეც მაგიტომ დაგცინით - ესაა ჩემი ძალა.
თქვენ, ანუ ხაზარაძე, კეზერაშვილი, გვარამია და სააკაშვილი, ძალმომრეობით კომუნიკაციის არხებს უზღუდავთ ჩემს ამომრჩეველს.
მე ისე ეგზოტიკურად გათრევთ, რომ ქოცმა მედიამ მაშუქოს და ჩემს ამომრჩევლამდე მაინც მივიდე.
გადაწყვიტეთ წესებით გინდათ თუ ისე
თქვენი დაცინვა ხალხს ძალიან მოსწონს და ძალიან სწრაფად ვრცელდება (თან კაი მასალა ხართ დასაცინად).
C'est la vie! " -წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.