ორბელიანების სასახლეში ქვეყნის პრეზიდენტსა და "ქართული ოცნების" კონკურენტ კოალიციურ ძალებს შორის შეხვედრები კვლავ გაიმართა - როგორ აფასებენ შეხვედრებს პოლიტიკურ სპექტრში
ორბელიანების სასახლეში ქვეყნის პრეზიდენტსა და "ქართული ოცნების" კონკურენტ კოალიციურ ძალებს შორის შეხვედრები კვლავ გაიმართა
. გუშინდელი აუდიენციის ინიციატორი ამჯერად ოპოზიციური ფლანგი იყო. დახურულ კარს მიღმა ქვეყნის მთავარსარდალმა და ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებმა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ოპოზიცია ახლა კონსოლიდირებულ ანგარიშზე მუშაობს, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგენენ.
ამ პროცესში ხელისუფლების ოპონენტებს ქვეყნის პრეზიდენტის მხარდაჭერის იმედი აქვთ, რომელიც განახლებული შეხვედრების გამო კვლავ მმართველი პარტიის კრიტიკის ადრესატი გახდა.