loader

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ჩამოსვლას, მალევე თავად საქართველოს მთავრობის მეთაურის უნგრეთში ოფიციალური ვიზიტი მოჰყვა.

დღეს ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.

ის მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სხდომაშიც, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები ესწრებიან.

ქართული სახელისუფლებო გუნდისთვის ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტი ევროკავშირის ქვეყნებთან მეტად დაახლოების შესაძლებლობაა. ოპოზიციისთვის კი "ქართული ოცნების" ვიქტორ ორბანის პარტიის პრორუსულ პოლიტიკასთან თანხვედრის მტკიცებულება.