"გამაგრდი გიორგი" - როგორ გაამხენევეს გიორგი გოჩოლეიშვილი შვილის ავადმყოფობის გამო კოპენჰაგენის ფანებმა?
საფეხბურთო კლუბმა "კოპენჰაგენმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი გოჩოლეიშვილის შვილი ავადაა. კლუბი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველი ვარსკვლავის ოჯახი ჰოსპიტალიზებულია და გიორგის შვილი მკურნალობის კურსს წამყვანი სპეციალისტების მეთვალყურეობით გადის.
მიუხედავად ოჯახში არსებული მძიმე ვითარებისა, 23 წლის გოჩოლეიშვილმა საკუთარ თავში გამონახა ძალები და მოედანზე "კოპენჰაგენისთვის" თავდაუზოგავად იბრძვის - გამონაკლისი არც 4 ნოემბერს, "სილკებორგის" წინააღმდეგ გამართული მატჩი (2:2) აღმოჩნდა, სადაც გოჩოლეიშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
გიორგი გოჩოლეიშვილის მხარდასაჭერად, "კოპენჰაგენის" ფანებმა ტრიბუნებზე სპეციალური ბანერი გამოფინეს, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილსა და მის ოჯახს თანადგომა გამოუცხადეს.