loader

რა შეიცვლება საქართველოსთვის და უკრაინისათვის ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შეიცვლება საქართველოსთვის და უკრაინისათვის ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ?

5 ნო­ემ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტო­ბის რეს­პუბ­ლი­კელ­მა კან­დი­დატ­მა დო­ნალდ ტრამპმა დე­მოკ­რა­ტი კა­მა­ლა ჰა­რი­სი და­ა­მარ­ცხა.

ფაქ­ტობ­რი­ვად, ამე­რი­კის რი­გით 47-ე პრე­ზი­დენ­ტმა რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის "ის­ტო­რი­უ­ლი" გა­მარ­ჯვე­ბის შე­სა­ხებ უკვე გა­მო­ა­ცხა­და - მან მხარ­დამ­ჭე­რებს ფლო­რი­დის შტა­ტის ქა­ლაქ უესტ პალმ ბი­ჩი­დან მი­მარ­თა და თა­ვი­სი გა­მარ­ჯვე­ბის გარ­და, სე­ნა­ტის არ­ჩევ­ნებ­ში რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა აც­ნო­ბა. დო­ნალდ ტრამპმა თა­ვის წარ­მა­ტე­ბას ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის "შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მარ­ჯვე­ბა და სი­გი­ჟე“ უწო­და და მხარ­დამ­ჭე­რებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

- რას უნდა ვე­ლო­დოთ ტრამ­პის­გან ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­თან და ის­რა­ელ­თან, ასე­ვე, იმა­ვე უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში? წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ის აცხა­დებ­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის დამ­თავ­რე­ბა შე­უძ­ლია. კონ­ტექ­სტი რო­გორ გა­ვი­გოთ, ომის რა ფორ­მით დამ­თავ­რე­ბას გუ­ლის­ხმობ­და?

ტრამ­პის ხედ­ვე­ბი ამ მხრივ ცნო­ბი­ლია და ის კი­დევ უფრო მე­ტად ხის­ტია, ვიდ­რე თა­ვის დრო­ზე ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ანუ მეტი დახ­მა­რე­ბა ექ­ნე­ბა ის­რა­ელს ამ კონ­ტექ­სტში. რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნას, ომის დამ­თავ­რე­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ის რუ­სეთს უკ­რა­ი­ნა­ში გავ­ლე­ნის სფე­რო­ებს უტო­ვებს.

ტრამპს თა­ვი­სი ხედ­ვა აქვს, რო­მელ­საც ის წარ­მო­ად­გენს ფარ­თოდ და ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბად. იცით, რომ ზე­ლენ­სკი­სა და ტრამ­პის შეხ­ვედ­რა შედ­გა, რა­ზე­დაც ზე­ლენ­სკიმ თქვა, ცუდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ დამ­რჩაო. ტრამპმა ძა­ლი­ან კარ­გად იცის რა რე­სურ­სე­ბი აქვს ამე­რი­კას ჩა­დე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში და ის შე­ეც­დე­ბა, რომ ის პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, რაც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქვს ამე­რი­კას, ანუ ამე­რი­კის აქ­ტი­ვე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი.

რო­გორც პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს, ის ყო­ველ­თვის აცხა­დებ­და, რომ ამე­რი­კა იყო first (პირ­ვე­ლი), ახ­ლაც იქ­ნე­ბა America first. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვლე­ბა, რა­ღა­ცებ­ში იქ­ნე­ბა ხის­ტი მიდ­გო­მე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა იმა­ვე ნა­ტო­ში ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან მო­თხოვ­ნა იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტის ზრდას­თან და ა.შ.

რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ვნა­ხოთ, რო­გორ პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებს. ის არ არის რბი­ლი მო­სა­უბ­რე, საკ­მა­ოდ ხის­ტია და ხში­რად საკ­მა­ოდ უხე­შიც. რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის თემა იმ­დე­ნად კომ­პლექ­სუ­რი თე­მაა, რომ ამ სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აშშ-ში მარ­ტო პრე­ზი­დენ­ტი არ იღებს. ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ად­რეა, და­ვე­ლო­დოთ გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, ვნა­ხოთ, ვინ იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, ტრამ­პის თა­ნა­შემ­წე ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, შევ­ხე­დოთ, ამ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას..." - ამბობს თეგიზ ფხალაძე "ამბებთან" საუბრისას.

განაგრძეთ კითხვა