loader

"მისი მე­უღ­ლის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს მი­ხედ­ვით, მას მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა" - ირანის ხელისუფლება პირველ კომენტარს აკეთებს სტუდენტ გოგონაზე, რომლის პროტესტმაც მსოფლიო შეძრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მისი მე­უღ­ლის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს მი­ხედ­ვით, მას მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა" - ირანის ხელისუფლება პირველ კომენტარს აკეთებს სტუდენტ გოგონაზე, რომლის პროტესტმაც მსოფლიო შეძრა

"სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის წინ ტან­საც­მე­ლი გა­ი­ხა­და პრობ­ლე­მუ­რი ინ­დი­ვი­დია", - ამის შე­სა­ხებ ირა­ნის მთავ­რო­ბის პრესს­პი­კერ­მა, ფა­ტი­მე მო­ჰა­ჯე­რან­მა პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

"ამ სა­კითხს უსაფრ­თხო­ე­ბის პერ­სპექ­ტი­ვი­დან და­ნახ­ვის ნაც­ვლად, სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ვუ­ყუ­რებთ და ვცდი­ლობთ ამ სტუ­დენ­ტის, რო­გორც პრობ­ლე­მუ­რი ინ­დი­ვი­დის, პრობ­ლე­მე­ბი მო­ვაგ­ვა­როთ“, - გა­ნა­ცხა­და ირა­ნის მთავ­რო­ბის პრესს­პი­კერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც აჰუ დე­რი­ა­ია, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია რა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბას ეხე­ბა საქ­მე.

"ამ სტუ­დენ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ნა­ად­რე­ვია. მისი მე­უღ­ლის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს მი­ხედ­ვით, მას მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმამ­დე უნდა დას­რულ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა ირა­ნის მთავ­რო­ბის პრესს­პი­კერ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა თე­ი­რან­ში, ის­ლა­მუ­რი აზა­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წინ ტან­საც­მე­ლი შა­ბათს გა­ი­ხა­და.

CNN-ის ცნო­ბით, ამ ფორ­მით გო­გო­ნამ ირან­ში მოქ­მე­დი მკაც­რი ჩაც­მუ­ლო­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტა. ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და, რა­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მა­მა­კაც­თა ჯგუფ­მა გო­გო­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლით წა­იყ­ვა­ნა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია Amnesty International-მა გო­გო­ნას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა.