"ხელჩართული დაპირისპირებაა, გამოდით" - რა ხდება წერეთელზე, სადაც აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით დიღმის მასივის გავლით, დიდუბის მიმართულებით გადაადგილდებიან.
აქციის მონაწილეების წინ პოლიტიკური პარტიების ლიდერები მიუძღვებიან.
ამ დროისთვის სრულად გადაკეტილია გრიგოლ რობაქიძის გამზირი.
როგორც ვიდეოდან ირკვევა, სავარაუდოდ, აქციის მონაწილეებს გამვლელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
წყარო: "რადიო თავისუფლება"