loader

"მეცოდება მისი პატარა შვილი და მშობლები, რომლებსაც პირადად ვიცნობ, ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე" - მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეცოდება მისი პატარა შვილი და მშობლები, რომლებსაც პირადად ვიცნობ, ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე" - მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძეზე

მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძეს პასუხობს:

"მეგობრებო, რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს ტიკ ტოკ ვიდეო მიმართვებით ჩემს წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე. ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…

ადამიანი რომელიც მსგავს რამეს იკადრებს , კარგად იცით რისი ღირსია და რასაც იმსახურებს!მოვუწოდებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს, მიაქციონ ყურადღება, უმკურნალონ და დაეხმარონ ამ ადამიანს.!

მას სჭირდება სერიოზული დახმარება.მე არ მინდა ის პირადად ვნახო და ფიზიკურად გავუსწორდე, მითუმეტეს სამართლებრივად მივხედო ამ საქმეს,ცილისწამებისთვის ,ჩემი ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის. ეს არ ჯდება ჩემი ცხოვრების წესში.მე მეცოდება მისი პატარა შვილი და მშობლები რომლებსაც პირადად ვიცნობ" - წერს მერაბ დვალშვილი.