"გუშინ, როდესაც ბრიფინგს ვატარებდი დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ დაიწყო ყალბი ამბის გავრცელება" - შალვა პაპუაშვილი
საინფორმაციო თავდასხმა, რომელიც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, პაპუაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს რუკის სლაიდზე არ ჩანდა ოკუპირებული ტერიტორიები.
პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სცადეს, რამენაირად გაეღიზიანებინათ საკუთარი მხარდამჭერები.