loader

"ღმერთმა მოგვცა თვალები, რათა დავინახოთ…" - რას წერს გია ხუხაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღმერთმა მოგვცა თვალები, რათა დავინახოთ…" - რას წერს გია ხუხაშვილი?

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ბიძინამ შექმნა ქვეყანა, სადაც მოსამართლის მიერ, ასი მოწმის თანდასწრებით, საკუთარი თვალით დანახულის უბრალოდ დადასტურება, გმირობად ითვლება.

ღმერთმა მოგვცა თვალები, რათა დავინახოთ…ყურები, რათა გავიგონოთ…და მოგვცა თავისუფალი ნება, რათა შევაფასოთ დანახული და გაგონილი.

ბიძინამ შექმნა ალტერნატული სარწმუნოება - “ბიძინას მოწმეთა ტოტალიტარული სექტა”, რომელიც ქადაგებს - არ დაუჯეროთ საკუთარ თვალებს და ყურებს, დაუჯერეთ მხოლოდ მისივე სიტყვას, რომელიც მისი ადეპტების მიერ აღევლინება, მისივე ტვ ტაძრებში.

ასე ძნელი დასანახია, როგორ ცდილობს მავანი თქვენი დაბრმავებით, დაყრუებით და თავისუფალი ნების წართმევით, ჭეშმარიტი ღმერთის ჩანაცვლებას?!…" - წერს გია ხუხაშვილი