"ახლა დავიძრათ და გამაფრთხილებელი პიკეტირება გავაკეთოთ ბარათაშვილის ხიდის" - მამუკა ხაზარაძე
პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეები მსვლელობით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით დაიძრნენ. მსვლელობის ინიციატივით აქციის მონაწილეებს "ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მიმართა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ბარათაშვილის ხიდზე "გამაფრთხილებელი პიკეტირება მოეწყობა“.