"კარგი ამბით დავიწყოთ...ახლა რაღაცას ვიტყვი შეიძლება სიგიჟედ მოგეჩვენოთ" - ალეკო ელისაშვილი
მადლობა, რომ ეს დღეები გვაკრიტიკებდით და წკეპლები შემოგვცხეთ, კოჭები გვეწვოდა ოპოზიციას - აბა რა, ასე ანგარიშვალდებულები უნდა ვიყოთ, რომ ყოველთვის ვიყოთ ფორმაში , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სამი ოპოზიციური გაერთიანება ახლა სცენაზე ერთად დგას და „მეცადინეობენ ბრძოლაში, ერთად დგომაში და ერთობლივ-ეროვნულ წინააღმდეგობაში, რომელიც ყოველდღიური იქნება.“