loader

"ახლა მითხარით - ვის გჯერათ, რომ ФСБ-მ და სუს-მა ეს არ იკადრეს?!" - გია ხუხაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა მითხარით - ვის გჯერათ, რომ ФСБ-მ და სუს-მა ეს არ იკადრეს?!" - გია ხუხაშვილი

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პირადობის მოწმობებით და საერთოდ პირადი მონაცემებით მანიპულირებაზე, მგონი ყურადღების მიღმა გვრჩება ამ ტიპის ქმედების ყველაზე დიდი გარანტირებული სეგმენტი, ნამდვილი საარჩევნო ბეღელი, რომელიც ძალიან მარტივი ასათვისებელი იყო.

ეს გახლავთ, რუსეთში ლეგალურად, ნახევრად ლეგალურად, თუ არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ჯამური რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით თითქმის 500.000 ადამიანს უახლოვდება." - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მოლდოვისგან განსხვავებით, ФСБ-ს არ სჭირდებოდა რუსეთში მყოფი ემიგრანტების "გადასხმა" ბელორუსსა, თუ სომხეთში ხმის მისაცემად.

"საკმარისი იყო მათი მონაცემთა ბაზების საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემა, რომელიც ამას შემდგომში გამოიყენებდა.

ახლა მითხარით - ვის გჯერათ, რომ ФСБ-მ და სუს-მა ეს არ იკადრეს?!" - წერს ხუხაშვილი.