რას ამბობს შალვა პაპუაშვილი ბრიფინგზე წარმოდგენილ საქართველოს რუკაზე, რომელზეც ოკუპირებული ტერიტორიები მკვეთრად აღქმადი არ არის?
საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება. თუკი ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მათ მოვუწოდებ დააკვირდნენ, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, არის რუხი ფერით გამოსახული, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ, ბრიფინგის მიმდინარეობისას წარმოდგენილ, საქართველოს რუკას, რომელზეც ოკუპირებული ტერიტორიები მკვეთრად აღქმადი არ არის.
პაპუაშვილმა, ადამიანებს, ვინც სოციალურ ქსელში ბრიფინგზე წარმოდგენილი საქართველოს რუკა კრიტიკული ტექსტით გაავრცელა, სამარცხვინოები უწოდა.