განრისხებული მოსახლეობა ესპანეთის მეფე ფილიპ VI-ს, დედოფალ ლეტიციას და პრემიერს თავს დაესხა - ყვირილით, ქვების და ტალახის სროლით ისინი უკან გააბრუნეს
გამანადგურებელი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ, რომლის ნაწილმაც ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგა, ვალენსიაში ჩასულ ესპანეთის მეფე ფილიპ VI-ს, დედოფალ ლეტიციას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ - სანჩესს ქვები და ტალახი დაუშინა.
სამეფო ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის შემდგომი ვითარების გასაგებად, პაიპორტის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ისინი “დაუპატიჟებელი სტუმრები“ იყვნენ. განრისხებული მოსახლეობა მეფე ფილიპ VI-ს, დედოფალ ლეტიციას და პრემიერს ყვირილით შეხვდა, მათ ქვები და ტალახი დაუშინეს და უკან გაბრუნებისას, დელეგაციის ავტომობილებსაც შეძახილებით დაედევნნენ.