loader

"მინ­და მივ­მარ­თო ჩვენს პრე­ზი­დენტს, ქალ­ბა­ტო­ნებს ოპო­ზი­ცი­ი­დან და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი უნ­დათ…” - მეუფე იაკობის მიმართვა ამბიონიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინ­და მივ­მარ­თო ჩვენს პრე­ზი­დენტს, ქალ­ბა­ტო­ნებს ოპო­ზი­ცი­ი­დან და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი უნ­დათ…” - მეუფე იაკობის მიმართვა ამბიონიდან

"მინ­და მივ­მარ­თო ჩვენს პრე­ზი­დენტს, ქალ­ბა­ტო­ნებს ოპო­ზი­ცი­ი­დან და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი უნ­დათ - რას მოგ­ვცემს ეს აქ­ცი­ე­ბი? ის ხალ­ხი, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა, დამთმო­ბი არ არის", - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამ არ­ჩევ­ნებს არ დათ­მობს.

"მინ­და მივ­მარ­თო ჩვენს პრე­ზი­დენტს, ქალ­ბა­ტო­ნებს ოპო­ზი­ცი­ი­დან და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი უნ­დათ - რას მოგ­ვცემს ეს აქ­ცი­ე­ბი? ის ხალ­ხი, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა, დამთმო­ბი არ არის. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამ არ­ჩევ­ნებს არ დათ­მობს.

რო­დემ­დე უნდა ვი­ყოთ სხვე­ბის ჭკუ­ა­ზე? - ორი ძალა იბ­რძო­და არ­ჩევ­ნებ­ზე - ერთი იყო, რო­მე­ლიც გე­უბ­ნე­ბო­და, რომ მშვი­დო­ბით ვი­ა­როთ წინ, მივ­ხე­დოთ ეკო­ნო­მი­კას და გა­ნათ­ლე­ბა­სო და რო­დე­საც სად­მე შეს­ვლის ჯერი მოვა, ისე შე­ვი­დეთ, რომ და­სა­მად­ლე­ბე­ლი არა­ფე­რი გვქონ­დე­სო. მე­ო­რე ძალა იყო - გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ თუ ჩვენ­თან არ იქ­ნე­ბით რუ­სე­ბი ხართ, კა­ნო­ნიც და მთავ­რო­ბაც რუ­სუ­ლია, ხალ­ხი, ვინც ხმას აძ­ლევს ისიც რუ­სე­თუ­მე­აო. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მა­ინც გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი და იმ ტყუ­ი­ლის არ და­ი­ჯე­რა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მე­უ­ფე ია­კობ­მა პრე­ზი­დენტს და ქალ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს კი­დევ ერთხელ მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ ისი­ნი იმის­თვის სა­უბ­რო­ბენ, რომ "უცხო­ელს მო­ა­წო­ნონ თავი.“

"მინ­და ქალ­ბა­ტონ პრე­ზი­დენტს და ქალ­ბა­ტო­ნებს მივ­მარ­თო - კა­ცებ­თან მი­მარ­თვას აზრი არ აქვს. დე­დე­ბი ხომ ბრძან­დე­ბით? - ახალ­გაზ­რდე­ბი რომ გა­მო­იყ­ვა­ნოთ, ვისი შვი­ლის სის­ხლის დაღ­ვრა გინ­დათ? და­ფიქ­რდით ამა­ზე, რას აკე­თებთ... ლა­პა­რა­კობთ იმის­თვის, რომ უცხო­ელს მო­ა­წო­ნოთ თავი. ხომ შე­იძ­ლე­ბა ისე ვი­ცხოვ­როთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ყვე­ლამ ერ­თად ვა­კე­თოთ საქ­მე?“, - გა­ნა­ცხა­და ია­კობ­მა.

მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის გან­ცხა­დე­ბით, ეკ­ლე­სია ყო­ველ­თვის იქ იდ­გე­ბა, სა­დაც ქარ­თვე­ლი ერია.

"კა­ცებს მივ­მარ­თავ, ქუ­ჩა­ში შემ­დეგ გავ­ლა ხომ გინ­დათ? 90-ია­ნებ­ში ეს სცე­ნა­რი ვნა­ხეთ და აღარ აგა­რე­ვი­ნებთ. ხომ გინ­დათ, ქუ­ჩა­ში ია­როთ ან მი­ტინგზე გა­მოხ­ვი­დეთ? ეგრე თუ მო­ი­ქე­ცით, მუდ­მივ ოპო­ზი­ცი­ა­ში იქ­ნე­ბით. შე­დე­გებ­ზე ხომ უნდა იფიქ­როთ? ეკ­ლე­სია ყო­ველ­თვის იქ იდ­გე­ბა, სა­დაც ქარ­თვე­ლი ერია“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

ამას­თან, რო­გორც მე­უ­ფემ აღ­ნიშ­ნა, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ლაგ­დე­ბა და ქარ­თვე­ლი ერი იზო­ლა­ცი­ა­ში არ იცხოვ­რებს.

"მე რა ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლიც ვარ, ვიცი, რომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ლაგ­დე­ბა. იზო­ლა­ცი­ა­ში ჩვე­ნი ერი ვერ იცხოვ­რებს. არის რა­ღაც სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც და­ლა­პა­რა­კე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა, არა­თუ რა­ი­მე კომ­პრო­მი­სი. ამი­ტომ, რა ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლიც ვარ, ჩვენ­თან მშვი­დო­ბა მალე და­ი­სად­გუ­რებს და შე­ვე­ცა­დოთ, რომ ისე ვი­ცხოვ­როთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი არ დავ­ყოთ, არა­მედ ერ­თო­ბა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.