“ცხოვრების ახალი ეტაპი ჩემს პრინცესასთან ერთად“ - ილია სულამანიძის ძმამ, მის რჩეულს, სცენაზე მოულოდნელად ხელი სთხოვა
ილია სულამანიძის ძმამ, შაკო სულამანიძემ, მის რჩეულს, ანი ხურცილავას სცენაზე მოულოდნელად ხელი სთხოვა.
Facebook-ზე ვიდეო შაკო სულამანიძემ და ანი ხურცილავამ გაააზიარეს და უამრავი მილოცვა მიიღეს.
"01.11.24 ცხოვრების ახალი ეტაპი ჩემს პრინცესასთან ერთად“, - წერს შაკო სულამანიძე.
ძმის ბედნიერებას, ვიცე-ჩემპიონი ილია სულამანიძეც გამოეხმაურა: "პატარები აღარ ვართ, გილოცავ ძმაო."