loader

"შეტევა ეკონომიკაზე, შეტევა ვალუტის კურსზე, შეტევა ტურიზმზე, შეტევა ადამიანის ფსიქიკაზე - ეს არის მათი გეგმა, რომელიც ალბათ, ორშაბათს გამოცხადდება" - გია ვოლსკი ოპოზიციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეტევა ეკონომიკაზე, შეტევა ვალუტის კურსზე, შეტევა ტურიზმზე, შეტევა ადამიანის ფსიქიკაზე - ეს არის მათი გეგმა, რომელიც ალბათ, ორშაბათს გამოცხადდება" - გია ვოლსკი ოპოზიციაზე

"ვინც ახლა აპირებს აქციების ჩატარებასა და კარვების გაშლას, მათი მთელი ამოცანაა, რომ როგორმე საზოგადოებაში დაძაბულობა შემოიტანონ, რომელიც გამოიწვევს ხალხს შორის დაპირისპირებას, სამართალდამცავ ორგანოებსა და ხალხს შორის დაპირისპირებას. საჭიროა, ეს ხალხი მომზადდეს შესაბამისად, გავაბრაზოთ - როგორც ისინი ამბობენ - გაბრაზდნენ ისე, რომ მოლოტოვის კოქტეილის დაჭერაც არ დაიზარონ. ეს ახალი არ არის - წლებია, მათ სახელმწიფო გადატრიალების იდეა ჰქონდათ, ვერ მოახერხეს და ახლა არის შემდეგი მცდელობა, ახლა უნდათ კარვების ქალაქითა და უბნით ეს საკითხი როგორმე წინ დაძრან.

არცერთ ოჯახს, არცერთ ჭკუათმყოფელ ადამიანს არ აწყობს ის, რომ ქვეყანაში ქაოსი შეიქმნას - ეს თემა არის შეტევა ეკონომიკაზე, შეტევა ვალუტის კურსზე, შეტევა ტურიზმზე, შეტევა ადამიანის ფსიქიკაზე - ეს არის მათი გეგმა, რომელიც ალბათ, ორშაბათს გამოცხადდება და რომც არ გამოცხადდეს, ვიცით ამ ადამიანების შინაარსი და მათი პათოსი," - აცხადებს გია ვოლსკი.