"სისულელეებს იგონებს! ტურისტმა არა, "შპიონმა" გადაიღო, რეებს იგონებს?!" - გია ვოლსკი გიორგი გახარიასა და IRI-ის ხელმძღვანელის შეხვედრის ამსახველი ფოტოს გავრცელებაზე
ვინ გადაიღო და როგორ გადაიღო არის მეათე საკითხი და მეორე, ნამდვილად ფაქტი არ არის, რომ რუსმა გადაიღო, ჩრდილოკორეელმა გადაიღო, იდნოელმა თუ ამერიკელმა. ტურისტი, რომელიც შეიძლება სადღაც იმყოფება და სააკაშვილის და გახარიას შეხვედრას იღებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს შეხვედრა არ შემდგარა.
თვითონ ფაქტია აქ მნიშვნელოვანი. სისულელეებს იგონებს! ტურისტმა არა, "შპიონმა" გადაიღო. რეებს იგონებს?! შეხვდა, შეხვედრის ფაქტი თუ ეთაკილება, თქვას რომ მეთაკილება, რატომ გამოქვეყნდა. რა მოხდა მერე, თუ IRI-ის ხელმძღვანელს შეხვდა, მაგრამ ეტყობა რაღაცაშია საქმე. ფაქტია, რომ საქართველოს არასდროს არ დაურღვევია არცერთი კანონი და არცერთი შეთანხმება, არცერთ ქვეყანასთან. არც რუსეთს გამოუყენებია საქართველოს ტერიტორია აქ სასეირნოდ ან სანქციების გვერდის ასავლელად ან მითუმეტეს კონსპირაციული ჯგუფების გამოსაგზავნად", - განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, პარტიის "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერიმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ "გიორგი გახარიასა და IRI-ის ხელმძღვანელის შეხვედრის ფოტო, რაც ტელეკომპანია "იმედმა" გამოაქვეყნა, რუსი ტურისტების მიერ არის გადაღებული".