რა განაცხადა ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან?
საქართველოში დემოკრატიის დაბრუნება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების, ე.წ. ინფლუენსერების უფლება და ვალდებულებაცაა - უკვე 50 კარვამდე გვაქვს შეგროვებული და მინდა, მოვუწოდო ყველას, დაგვეხმარეთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროცესი პოლიტიკურია და „ლიდერშიპი“ პოლიტიკურ სპექტრს აქვს, მხოლოდ პოლიტიკოსების აზრი არაა განმსაზღვრელი და საზოგადოების დამოკიდებულება უნდა იცოდნენ.