"14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 წლის გოგონა" - ტრაგიკული შემთხვევა მოხდა სერბეთში, სადაც რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვა ჩამოინგრა
სერბეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
როგორც BBC იუწყება, დაღუპულებს შორისაა 7 წლის გოგონა.
სამი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, მათ შორის ორი ქალია.
სამაშველო ოპერაციაში 80 მაშველია ჩართული, ისინი მძიმე ტექნიკის გამოყენებით მუშაობენ. სერბეთის მთავრობამ 2 ნოემბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.