ირაკლი კობახიძე გია ხარჩილავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
"საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო.
თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს" - ნათქვამია ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ 55 წლის ასაკში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა. ის დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.