წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ის დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ვერსიით, მიზეზი შესაძლოა თრომბი იყოს.
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად წალენჯიხას" - ნათქვამია ჯვარის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.