loader

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ის დღეს დი­ლით სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. წი­ნას­წა­რი ვერ­სი­ით, მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა თრომ­ბი იყოს.

"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად წალენჯიხას" - ნათქვამია ჯვარის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.