"სალონში შეუვარდა ქმარი ცოლს - სახეზე დაჭრა, მე შევესწარი” - რა მოხდა დადიანის ქუჩაზე?
თბილისში, დადიანის ქუჩაზე არსებულ სალონში, სავარაუდოდ კაცმა ქალი დაჭრა.
როგორც Palitravideo-ს წყარო უყვება ქალი მისმა ქმარმა დაჭრა. ქალი სალონში მუშაობდა.
"სალონში შეუვარდა ქმარი ცოლს - სავარაუდოდ დაჭრის მცდელობა იყო. ნასამართლევია და იმედია ისევ ციხეში ამოყოფს თავს" - ამბობს წყარო Palitravideo-სთან.
თვითმხილველის თქმით, მამაკაცმა ქალს სახე ცივი იარაღით დაუზიანა. მისი თქმით, ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"სახეზე დაჭრა, მე შევესწარი" - ამბობს წყარო Palitravideo-სთან.
ზუსტ ინფირმაციას Palitravideo შსს-ში არკვევს.