loader

"ძნელია საღი აზრის ადამიანმა ეს დაიჯეროს - არ მჯერა ამის, არ დამიკარგავს ჯერ საღი აზრი" - როგორ აფასებს სახალხო დამცველი არჩევნებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძნელია საღი აზრის ადამიანმა ეს დაიჯეროს - არ მჯერა ამის, არ დამიკარგავს ჯერ საღი აზრი" - როგორ აფასებს სახალხო დამცველი არჩევნებს?

ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც ასე რომ იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი ან 10 ათასზე მეტი ავტობუსი. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე ამის არ მჯერა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, მას ასევე არ სჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს ისე, რომ 1 ადამიანი არ გამოჩნდა ვინც იტყოდა, რომ პირადობის მოწმობები იძულებით ჩამოართვეს.