"საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აღარაფერს დავპოსტავდი ამ თემასთან დაკავშირებით, ეს ბოლოა მართლა, მეტს მართლა აღარაფერს ვიტყვი…" - რას წერს ნინი შერმადინი
მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ნიკოლოზ მჟავანაძის სატელევიზო ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის მოქალაქეებს მიმართავდა, რომ მომავალი 4 წელი მოუწევთ ყველაფერ რუსულთან შეგუება, ხოლო ვისაც ეს არ სურს შეუძლიათ ქვეყნიდან წავიდნენ და "ევროპულ ბორდელებში" დასაქმდნენ ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
"ანუ მთელი ემიგრაცია ბორდელებში ვართ დასაქმებული? ძაანაც უყვარს რუსეთი და რა ქნას, კაცია და ბუნება, გიყვარდეთ ვინ მამაძაღლი! შერიგებას და მორიგებას არავინ ვეწინააღმდეგებით ბატონო ჩემო, ევროპაში ღირსებითო თქვენ არ გვპირდებოდით? ანუ უღირსი და ბორდელი ყოფილა მთელი ევროპა და მთელი ემიგრაცია როსკიპები ან მამაშები. მაშინ რაღა გვესაქმება ბორდელში? ევროპაში უფასო სწავლა, უფასო ჯანდაცვა, უფასო ცხოვრება, სტაბილური სამსახური, ხელფასი, პენსია… რამდენ ქართველს არჩენს და ინახავს თუ ევროპა და თუ ამერიკა. თუნდაც ჩვენი სასახელო და სასიქადულო ქართველები სად განვითარდნენ ევროპა-ამერიკაში არა? ვისითაც ასე ვხარობთ და გვეამაყება…
ალბათ ვერ იაზრებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ევროპასა და ამერიკაშია მიგრირებული და ისე აყენებთ ამ ხალხს შეურაწყოფას ოდნავადაც არ გეხრებათ წარბი… რა უცნაურია ხო
პ.ს პუგაჩოვას მეც პატივს ვცემ არადა საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აღარაფერს დავპოსტავდი ამ თემასთან დაკავშირებით, ეს ბოლოა მართლა, მეტს მართლა აღარაფერს ვიტყვი…"